суббота, 4 апреля 2015 г.

     ტრენინგის მე- 9 დღე

განვიხილეთ მოდული 8. ვისაუბრეთ პრეზენტაციაზე.განვიხილეთ ერთმანეთის პროექტები, შევაფასეთ, გავაკეთეთ უკუკავშირი.ავტვირთე ჩემი პრეზენტაცია საქაღალდე ბლობზე. ბევრი რამ შევისწავლე ამ ტრენინგებით როგორც თეორიული ასევე  პრაქტიკული.იმედია ამის შემდეგ უკეთესად წავმართავ ჩემს საგაკვეთილო პროცესს. დიდი მადლობა ქალბატონო დიანა! ! !

 
ტ რენინგის მერვე დღე

განვიხილეთ მე-7მოდული. ვისაუბრეთ კითხვის დასმის სტრატეგიებსა და ფასილიტაციაზე. დავათვალიერეთ ფასილიტაციის ნიმუშები.მოვარგე ჩემს პროექტს.ვემზადები პრეზენტაციისათვის.
ტრენინგის მეშვიდე დღე


დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე. googldraiv-is და მასში მუშაობა. ავტვირთეთ პრეზენტაციები ბლოგზე. ვისაუბრეთ ინტერნეტის გამოყენებაზე.ვიმსჯელეთ  თუ როგორ გამოიყენებენ ინტერნეტს ჩვენს კვლევის,კოლაბორაციისა და თანამშრომლობისათვის.პარალელი გავავლეთ რეალურ ცხოვრებასთან, თუ რა კავშირი აქვს პროექტს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაკავშირება კითხვებთან 21- საუკუნის უნარ-ჩვევებთან და მიზნებთან დაკავშირებით.









ტრენინგის მეექვსე დღე

    დღეს განვიხილეთ შეფასების სქემები მოდული  5. დავათვალიერეთ სხვადასხვა შეფასების ფორმები ელექტრონულ წიგნში,ასევე შეფასების ჩეკლისტები.შევქმენით ჩვენი სქემის შეფასების რუბრიკები,გავაკეთეთ უკუკავშირი. ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე, რომელსაც გამოვიყენებთ სპეციალური საჭიროების მოსწავლეებთან.

суббота, 14 марта 2015 г.

 ტრენინგის მე- 5 დღე

დღეს შევქმენით პროექტის პრეზენტაციის მონახაზი.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხები. გავეცანით უკუკავშირის რჩევებსა და მეთოდებს.ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.

ტრენინგის მე-4 დღე 

 დღევანდელი ტრენინგი ძალზედ დატვირთული და საინტერესო იყო. შევისწავლეთ მიმართულებების მომცემი კითხვები. შეფასების სტრატეგიები. ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.